9 окт. 2018 г.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს....


             .....ბატონი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად, თავისუფლების სიმბოლოებად დარჩნენ ჩვენს მეხსიერებაში...ასევე შევიდნენ ისტორიაში.....მე ვარ ამაყი, რომ ჩემი თაობა იყო მათი თანამედროვე...მათ ჩვენს ცნობიერებას "ჰომო სოვეტიკუსის" ბორკილი ახსნეს.....ეროვნული თვითშეგნება თავგანწირვის დონეზე აიყვანეს, ამიტომ ავბედით 9 აპრილის ღამეს არც ერთ ჩვენთაგანს არ შეშინებია რუსული ტანკების.....ეს სრული სიგიჟე იყო, მაგრამ სამშობლოს სიყვარულისთვის ღირდა!!!!!! ამიტომ ამაყად ვიტყვი, ჩემი თაობის სახელით - გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს!!!! მეზობელ  უკრაინას  მძიმე  დღეები  უდგას, ჩვენ  შინაგანად  მათთან  ვართ.....არავინ  იცის, ხვალ  ან  ზეგ  რა  დატრიალდება  ჩვენს  მიწაზე....მუდმივად  მზადყოფნაში  უნდა  ვიყოთ....Si  vis  Pacem, Para  belum"...
              .....დედამიწის ეს ედემი მარადმსუფევმა გვაჩუქა, ამიტომ მისი ხელი დაიცავს ამ მიწას....ჩვენ გოგთან და მაგოგთან ბრძოლა მატერიალურად არ ძალგვიძს, მაგრამ მჯერა, რომ სულიერ ომს მოვიგებთ....დედა მარიამი, ყველა ქართველი წამებული წმინდანი შეგვეწევა...უნდა შევიგნოთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩვენს უბანზე....როგორც შეგვიძლია, ისე....."ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს საუფეველი ცათა"..."სდექით მტკიცედ და შეურყევლად"!!!! - ბრძანებს უფალი....ამ პატარა მიწის ნაგლეჯს ვერავინ წაგვართმევს......

                                                                                                                       ელენეაია, 26.02.2014.
 ...ისევ დიდია წყალი....დავიღალე, ძალების მოკრეფაა საჭირო, კარგი იქნებოდა მოშვება ცოტა ხნით, მაგრამ საქმე ბევრია, დრო ცოტა...თუ ვინმე თავისი მდაბიური სურვილების გამო სამრთლიანობის პრინციპებს არღვევს, ღმერთს იმხედრებს თავის წინააღმდეგ...მისი გეშინოდეთ!!!!!!!!! ჩემი არა.....მჯერა, დიდია შემოქმედის ნება და ყველა დაიმსხვრევა ადრე თუ გვიან....


Комментариев нет:

Отправить комментарий