ამონაკვნესი....ორთა ღვაწლი....
.....ზვიადი და მერაბი ერთად იყვნენ ნიშანსვეტები მამულიშვილობის, სამშობლოს სიყვარულის...მათ "ჰომო სოვეტიკუსი" მოკლეს ჩვენს ცნობიერებაში.... ქართველი, ქრისტიანი ადამიანი გააცოცხლეს ჩვენში, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ახალ ქართულ ეპოქას ჩაუყარეს საფუძველი.... ანუ ღვთისაგან ბოძებული დიდი მისია, თითქმის წმინდანის, შეასრულეს ორივემ ერთად... ესაა მთავარი, თორემ უნაკლო და უცოდველი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე.....ისინი სწორედაც, რომ ჯეროვნად იმსახურებენ განსვენებას მთაწმინდაზე.....დროის ამბავია, მათ ღვაწლს კიდევ შეასფასებენ საღად მოაზროვნენი...ჩემს თაობას სიამაყის საფუძველი აქვს, ჩვენ დიდი ადამიანების გვერდით ვიდექით რუსთაველზე, მათთან და არა მარტო აქ, მთავარქალაქში, მთელ საქართველოში....ყველანი, ვინც შინაგანად მიიღო იდეა პანქართული, ქრისტიანული ერთიანობისა....მათთან ერთად მოვიგეთ “სულიერი დიდგორი” - დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგომა.....9 აპრილი....31 მარტის რეფერენდუმი...26 მაისი დამუკიდებლობა....1992წლის აგვისტო გაეროს მიერ სუვერენინტეტის აღიარება, ორთან ერთად შევძელით!!!...საკმარისია, ღვთისაგან ბოძებული ერთი სიცოცხლისათვის და მადლობა, მარადმსუფევს მონიჭებული მისიისათვის....
საქართველო ყოველთვის, ისტორიულად იყო ფლაგმანი კავკასიაში, სანამ ჩვენ არ დაგვიპყრობდნენ სპარსელ - რომაელ -ბიზანტიელ - არაბები თუ სელჩუკიან - ოსმანი თურქები, ველური მონღოლები და მათი გენის მატარებელი, სტეპური ცნობიერების მქონე რუსები, მანამდე არ თვლიდნენ კავკასიას დამორჩილებულად...თანაც როგორ?! ისევ ქართველის ხელით.....ხეს უთქვამს - “ის ცულიც ვერ მომჭრის, ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო”...ეგრეა, მტერი ჩვენს შიგნით სახლობს, შიგნიდან გვანადგურებს ყოველთვის....ყორღანაშვილი იქნება თუ მაყაშვილი, უჯმაჯურიძე თუ სხვაჯმაჯურიძე, მნიშვნელობა არა აქვს.....
დიახაც, მეოცე საუკუნის მიწურულს, 80
-90 იან წლებში, ორმა სულიერმა ძმამ გამოაღვიძა ქართული გენი, გააცოცხლა ძარღვი ქრისტიანი კაცის.... ტკივილამდე აგრძნობინა ქართველს ქართველის და მშობლიური მიწის სიყვარული....მანამდე მხოლოდ წიგნებში ამოკითხული. მადლობა, მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ნიშანსვეტებს- ჯავახიშვილს, გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძეს, გალაქტიონს, გოგლას, ლადოს, დოჩანას, ძმებ ჭილაძეებს და სხვებს....დიდმადლიანად რომ ლესავდნენ ქართულ სიტყვას.... სიზმარსა და ცხადში, ალეგორიულ, ზღაპრების ენაზე რომ გვესაუბრებოდნენ სამშობლოსა და მიწის სურნელზე....მადლობა, ყველა მოძღვარმასწავლებელს, საბჭოთა სკოლაში მაინც რომ გვასწავლეს ოდინდელი, ნიკოფისიიდან დარუბანდამდელი ქვეყნის ამბავი.....
ზვიადმა და მერაბმა, ორმა სულიერმა ძმამ, პრაგმატულ, უტილიტარულ მეოცე საუკუნეში, ერთად აწია ტვირთი ხანძთელისა, ჭყონდიდელისა, სულხან - საბასი და ილიასი....ისევ ცოცხლობს ქართველის ცნობიერებაში ანდერძი უდიდესი ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასალისა - “ეძიებდეთ სიკვდილსა ქრისტესათვის...ნუ დაუტევებთ სიყვარულსა ბერძენთასა...” დედით სპარსული წარმოშობის ქართველი მეფე დასავლურ - ქრისტიანული მსოფლმხედველობის მატარებელი იყო... თუმცა, ქართველობა არასდროს დაუთმია, არც სპარსელების და არც ბიზანტიელების წინაშე....კოსმოპოლიტიზმი, დიდი ვაჟასი არ იყოს, ჯერ სამშობლოსი და მერე მსოფლიო ღირებულებების პატივისცემაა და არა სულიერ - ინტელექუალური ტრეფიკინგი, ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა, რომელთა სიძველე ათასწლეულებს ითვლის.....ჩვენ ჩვენი იდენტობით ვართ საინტერესო მსოფლიოსათვის...არც ფრანგს, ან გერმანელს და მითუმეტეს ინგლისელს, არ ვჭირდებით დანამატად, თავისტკივილად....აი, შტატებს კი, ოოოო....”ჯორჯია - ორი” ჭირდებათ აღმოსავლეთში....ყველა პრობლემის სათავე ჩვენშია....რასაც ახლა ვწერ, ორთა ძმათა ღვაწლის შედეგია....ნათელი და სანთელი, მათ ხსოვნას...თაობები კიდევ აღიარებენ მათ ნამოღვაწარს....
ელენეაია... 03 აგვისტო, 2016წელი.....
Комментариев нет:
Отправить комментарий