.....მიხარია, რომ მართალი ვარ...მთელი ცხოვრება მაგას ვამბობ, რომ სიყვარული სულიერი კატეგორიაა, შინაგანად, სულით უნდა გიყვარდეს, მის თვალებში შენი ანარეკლი უნდა იყოს და პირიქით....როცა ხედავ, მაშინაც უნდა გენატრებოდეს...როცა არ ხედავ, მაშინაც უნდა გრძნობდე, განიცდიდე მის არსებობას....არ არსებობს - არც ფერი, არც სუნი,არც ასაკი, არც მდგომარეობა, არც წონა და არც სიმაღლე...არ არის ფორმულა - ეს მძაფრი განცდა ყოვლისმომცველია, დედალი კიბოსავით მთელ სხეულშია მოდებული - ოღონდ პირიქით ანტიკიბოა - ძალას გაძლევს, თბილი ჯავშანივითაა შემოხვეული და გიცავს წუთისოფლის დარტყმებისაგან...ის ცოცხალია, მოქმედია და ენერგიას გაძლევს...გენიოსი მაწანწალა ჩარლი წერს თავის ჯერალდინას - "დაიმახსოვრე, შენი შიშველი სული უნდა ეკუთვნოდეს იმ მამაკაცს, რომელიც შენს შიშველ სულს შეიყვარებს"....ეაია, 28.2013...
...ყველა ჩვენგანი თავისი ბედისწერით დააბიჯებს ამ ქვეყანაზე...ერთი წმინდა მამა ამბობს: "თუ ღმერთი არ გისრულებს იმას, რასაც ლოცვაში თხოვ, ნუ დამწუხრდები...ღმერთზე გონიერი არა ხარ"...ალბათ ასეა საჭირო...არასოდეს არ მაქვს ის, რაც მინდა და არა ვარ იქ, სადაც მინდა...ესე იგი მაქვს ის - რაც მჭირდება და ვარ იქ, სადაც საჭირო ვარ -ამას გაანალიზება და მოთმინებით ატანა სჭირია...ინებოს უფალმა, გვიბოძოს მადლი და ძალა ამისათვის...ეაია, 2013.თებერვალი...
....როგორ მწყდება გული....რა ცივსისხლიანები, ბოღმიანები, კანიბალები და ნახევრად მონსტრები გავხდით...არაფერია დარჩენილი იმ ქართველებისაგან, რომლებიც სიყვარულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს ყველაზე მძიმე დროს..."მობრძანდით ქალბატონო", "ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეთ", "დიახ, ბატონო, რაზეა საუბარი", " როგორ გეკადრებათ, ბატონო"... სად დაიკარგა ეს ყველაფერი, ხალხო...რატომ ვახარებთ მტერს - ქართველთყლაპიას...მგონია, რომ ქართველებიც აღარ ვართ, ღირსებას, სიწმინდეს, კეთილშობილებას დავცინით და საქილიკოდ მიგვაჩნია, ის რაც წინაპრებმა სისხლითა და ომით გადმოგვცეს...ვითომ გვწამს - სინამდვილეში, არა...ვითომ გვიყვარს, სინამდვილეში - ვერ ვიტანთ...ვის სჭირდება ასეთი ფარსი?! იქნება ყველას ერთად ცივი კი არა თბილი წყლის გადსხმა გვჭირდება და ვერ გაგვიგია...სადღა გვაქვს ის "მზიანი სული და თაკარა გული" სულნათელი დუმბაძე რომ წერს....მგონი მყინვარწვერმა გაყინა და შეინახა...ვანადგურებთ ერთმანეთს, ვლანძღავთ უშვერი სიტყვებით...ვის ჭირდება ყალბი, თვალთმაქცური ღიმილი - იქედნეს მოდგმას...ამოსაძირკვია ჩვენში ეს სარეველა...რა მოხდება, რომ დილით შევხედოთ მზეს და ისევ გავალხოთ გაყინული "თაკარა გული"....ვილოცოთ, იქნებ ღმერთი შეგვეწიოს, სანამ გვიან არ არის...სიყვარულით ელენეაია....თებერვალი, 2013...
Комментариев нет:
Отправить комментарий