9 окт. 2018 г.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს....


             .....ბატონი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად, თავისუფლების სიმბოლოებად დარჩნენ ჩვენს მეხსიერებაში...ასევე შევიდნენ ისტორიაში.....მე ვარ ამაყი, რომ ჩემი თაობა იყო მათი თანამედროვე...მათ ჩვენს ცნობიერებას "ჰომო სოვეტიკუსის" ბორკილი ახსნეს.....ეროვნული თვითშეგნება თავგანწირვის დონეზე აიყვანეს, ამიტომ ავბედით 9 აპრილის ღამეს არც ერთ ჩვენთაგანს არ შეშინებია რუსული ტანკების.....ეს სრული სიგიჟე იყო, მაგრამ სამშობლოს სიყვარულისთვის ღირდა!!!!!! ამიტომ ამაყად ვიტყვი, ჩემი თაობის სახელით - გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს!!!! მეზობელ  უკრაინას  მძიმე  დღეები  უდგას, ჩვენ  შინაგანად  მათთან  ვართ.....არავინ  იცის, ხვალ  ან  ზეგ  რა  დატრიალდება  ჩვენს  მიწაზე....მუდმივად  მზადყოფნაში  უნდა  ვიყოთ....Si  vis  Pacem, Para  belum"...
              .....დედამიწის ეს ედემი მარადმსუფევმა გვაჩუქა, ამიტომ მისი ხელი დაიცავს ამ მიწას....ჩვენ გოგთან და მაგოგთან ბრძოლა მატერიალურად არ ძალგვიძს, მაგრამ მჯერა, რომ სულიერ ომს მოვიგებთ....დედა მარიამი, ყველა ქართველი წამებული წმინდანი შეგვეწევა...უნდა შევიგნოთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩვენს უბანზე....როგორც შეგვიძლია, ისე....."ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს საუფეველი ცათა"..."სდექით მტკიცედ და შეურყევლად"!!!! - ბრძანებს უფალი....ამ პატარა მიწის ნაგლეჯს ვერავინ წაგვართმევს......

                                                                                                                       ელენეაია, 26.02.2014.
 ...ისევ დიდია წყალი....დავიღალე, ძალების მოკრეფაა საჭირო, კარგი იქნებოდა მოშვება ცოტა ხნით, მაგრამ საქმე ბევრია, დრო ცოტა...თუ ვინმე თავისი მდაბიური სურვილების გამო სამრთლიანობის პრინციპებს არღვევს, ღმერთს იმხედრებს თავის წინააღმდეგ...მისი გეშინოდეთ!!!!!!!!! ჩემი არა.....მჯერა, დიდია შემოქმედის ნება და ყველა დაიმსხვრევა ადრე თუ გვიან....


ამონაკვნესის ამონაკვნესი...



.....მიხარია, რომ მართალი ვარ...მთელი ცხოვრება მაგას ვამბობ, რომ სიყვარული სულიერი კატეგორიაა, შინაგანად, სულით უნდა გიყვარდეს, მის თვალებში შენი ანარეკლი უნდა იყოს და პირიქით....როცა ხედავ, მაშინაც უნდა გენატრებოდეს...როცა არ ხედავ, მაშინაც  უნდა გრძნობდე, განიცდიდე მის არსებობას....არ არსებობს  - არც ფერი, არც სუნი,არც ასაკი, არც მდგომარეობა,  არც წონა და არც სიმაღლე...არ არის ფორმულა - ეს მძაფრი განცდა ყოვლისმომცველია, დედალი კიბოსავით მთელ სხეულშია მოდებული - ოღონდ პირიქით ანტიკიბოა - ძალას გაძლევს, თბილი ჯავშანივითაა შემოხვეული და გიცავს წუთისოფლის დარტყმებისაგან...ის ცოცხალია, მოქმედია და ენერგიას გაძლევს...გენიოსი მაწანწალა ჩარლი წერს თავის ჯერალდინას - "დაიმახსოვრე, შენი შიშველი სული უნდა ეკუთვნოდეს იმ მამაკაცს, რომელიც შენს შიშველ სულს  შეიყვარებს"....ეაია, 28.2013...

...ყველა ჩვენგანი თავისი ბედისწერით დააბიჯებს ამ ქვეყანაზე...ერთი წმინდა მამა ამბობს: "თუ ღმერთი არ გისრულებს იმას, რასაც ლოცვაში თხოვ, ნუ დამწუხრდები...ღმერთზე გონიერი არა ხარ"...ალბათ ასეა საჭირო...არასოდეს არ მაქვს ის, რაც მინდა და არა ვარ იქ, სადაც მინდა...ესე იგი მაქვს ის - რაც მჭირდება და ვარ იქ, სადაც საჭირო ვარ -ამას გაანალიზება და მოთმინებით ატანა სჭირია...ინებოს უფალმა, გვიბოძოს მადლი და ძალა ამისათვის...ეაია, 2013.თებერვალი... 

....როგორ მწყდება გული....რა ცივსისხლიანები, ბოღმიანები, კანიბალები და ნახევრად მონსტრები გავხდით...არაფერია დარჩენილი იმ ქართველებისაგან, რომლებიც სიყვარულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს ყველაზე მძიმე დროს..."მობრძანდით ქალბატონო", "ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეთ", "დიახ, ბატონო, რაზეა საუბარი", " როგორ გეკადრებათ, ბატონო"... სად დაიკარგა ეს ყველაფერი, ხალხო...რატომ ვახარებთ მტერს - ქართველთყლაპიას...მგონია, რომ ქართველებიც აღარ ვართ, ღირსებას, სიწმინდეს, კეთილშობილებას დავცინით და საქილიკოდ მიგვაჩნია, ის რაც წინაპრებმა სისხლითა და ომით გადმოგვცეს...ვითომ გვწამს - სინამდვილეში, არა...ვითომ გვიყვარს, სინამდვილეში - ვერ ვიტანთ...ვის სჭირდება ასეთი ფარსი?! იქნება ყველას ერთად ცივი კი არა თბილი წყლის გადსხმა გვჭირდება და ვერ გაგვიგია...სადღა გვაქვს ის "მზიანი სული და თაკარა გული" სულნათელი დუმბაძე რომ წერს....მგონი მყინვარწვერმა გაყინა და შეინახა...ვანადგურებთ ერთმანეთს, ვლანძღავთ უშვერი სიტყვებით...ვის ჭირდება ყალბი, თვალთმაქცური ღიმილი - იქედნეს მოდგმას...ამოსაძირკვია ჩვენში ეს სარეველა...რა მოხდება, რომ დილით შევხედოთ მზეს და ისევ გავალხოთ გაყინული "თაკარა გული"....ვილოცოთ, იქნებ ღმერთი შეგვეწიოს, სანამ გვიან არ არის...სიყვარულით ელენეაია....თებერვალი, 2013...