......ძველი რომაელები ამბობენ - "მიცვალებულზე ან არაფერი, ან მხოლოდ კარგი..." ალბათ ასეა.....ძნელია, შეაფასო ადამიანი, დასვა პლუსი ან მინუსი, მისი მოღვაწეობის შესახებ....თანაც, ამ ათმაგი სტანდარტების ეპოქაში....ქრისტიანული მორალიდან სხვანაირად ჩანს....პოლიტიკური გადასახედიდან შეიძლება მოვლენადაც იქცეს....ილიასეული დოქტრინიდან "აბა, მე დღეს, ვის რა ვარგეო?"....ადამიანში შუქიც არის და ჩრდილიც....თავისი მეტნაკლებობით....მაგრამ მთავარი, მაინც დანატოვარი, შედეგი მგონია....ანუ, "ხე ნაყოფით იცნობა..."
- მარადიული ჭეშმარიტება ამას ღაღადებს....არის უმთავრესი და მნიშვნელოვანი - უზნაესის ნება, რომელიც ერთი ხელის მოსმით ამაღლებს ან აცამტვერებს ჩვენს ნებას, ამბიციას, ჩაფიქრებულ ნაფერებ სურვილს....ყოველი
ჩვენგანი გადის თავის სავალ გზას...ვიღაც ზუსტად აღმოჩნდება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე და ადის საფრენ ბილიკზე....ზურგის ქარი უბერავს მის ცხოვრებას.....ვიღაცას აგვიანდება ან ვაი ჭკუისაგან, ან ამპარტავნებისა გამო, ან უბრალოდ სულელია, მეტი არ ესმის, ან უბრალოდ არც სურს...თავისი დროის ზოგიერთ
წარმატებულ ადამიანს ათას თვისებას მიაწერენ, ისეთს, რაც საერთოდ არ ჰქონია არასოდეს...ის, ვინც ჩაიკარგება დროსა და სივრცეში, თავსაფრიანი დედაკაცივით უგზო უკვლოდ გაქრება....ანუ უძეგლოდ წავა. კარგია, თუ შთამომავალი მაინც შესვავს მის შესანდობარს.
ამჯერად, ღრმა ასაკში წავიდა ცნობილი ადამიანი - ედუარდ - გიორგი - ავგუსტინე!!!!(ვინც იცის, მიხვდება რას ნიშნავს, მესამე სახელი)...ერთ დროს მნიშვნელოვანი ფიგურა, ჭადრაკის დაფაზე.....ასეთ მოთამაშედ ბევრს არ ასახელებს ისტორია.....მაინც მგონია, ჩემი სუბიექტური აზრით, რომ ედუ - გიორგი - ავგუსტინე ოსტატი იყო, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის....ნათელი ინტელექტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ალღო, მიზანსწრაფულობა და სივრცეში ხედვა - გადაადგილება, შესანიშნავად იცოდა....შეეძლო ფურთხებაც კი აეტანა...ტყვიის წვიმაში მდგარიყო( სალამანდრა - ცეცხლს გამოივლის და მაინც გამოვა ტყიდან ცოცხალი), მან სამი რეჟიმის დაწოლას გაუძლო....ეს ცოტას არ ნიშნავს!!! ბოლოს და ბოლოს, "დრონი მეფობენ, არა მეფენი" და ისიც გაუშვეს არენიდან, თუმცა იძულებით, მაგრამ მშვიდად.....აი, მერე ატრიალდა და თავდაყირა დატრიალდა მორევი....დათესილ ქარს ქარიშხალი მოჰყვა...წამლეკავმა ენერგიამ ბევრი რამ შთანთქა....ისევ
ფორტუნამ შეცვალა ავანსცენა....ბევრი რამის მომსწრეს ალბათ, ფიქრისა და განსჯისათვის ჰქონდა დრო....სინანულისა და აღსარებისთვისაც მოიცალაო - ამისთვის მისცაო, ღმერთმა დრო....შეენანებინა "ჯინსების თაობის" დახვრეტის...90 წლების თაობის ცოცხლად დამარხვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში....უფრო ადრე ჩადენილი "გმირობების" სისხლიანი შედეგი....ღმერთის მოწყალება უსაზღვროა...ჩვენი მოსვლა და წასვლაც მისი ნებაა...დროჟამს ის ადგენს, ჩვენ რა შეგვიძლია, უბრალოდ სინანული უნდა გვქონდეს განვლილი ცხოვრებისა და ჩადენილი ცოდვების გამო.... მესმის, რომ მძიმე იყო მისი ტვირთი.......ალბათ, ედუ - გიორგი - ავგუსტინემაც შეინანა, ბოლო ჟამს...უფალმა ინება, ასე....დიდ არს, მარადმსუფევი......მაინც, არ დამნანებია...ასეა, ტყუილს არ ვიტყვი!!!!....ელენეაია, 11.07.2014წელი....
Комментариев нет:
Отправить комментарий