...შეხვედრა იყო მოულოდნელი, ხანძრის შემდეგ....ცეცხლის ენებმა დაწვა სკოლის შენობა...ორი მობრიალე გული შეხვდა ერთმანეთს...სათუთად ჩაკიდეს ხელი - მათ შორის სიყვარულის ყვავილი ამოიზარდა, პირველი იყო - ვარდისფერი, მკბენარა, მაინც სათუთი და მოალერსე...
ბიჭი - მაღალი, ტანადი, კეხიანი ცხვირითა და ცისფერი თვალებით; გოგო - ტანდაბალი, კოჭადა, თუმცა თბილი და სათუთი, ძალიან ქალური...გულში ჩაუვარდა ბიჭს, ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევდა გარშემო...ტკიოდა, ტიროდა მისი შეხების დროს...ორივენი ავსებდნენ ერთმანეთს და გარშემო სივრცეს, სხვები არც არსებობდნენ მათთვის - მანო და აკო, უხდებოდნენ ერთმანეთს თითქოს...გადადიოდნენ მეათე კლასში, ნოლგავლილები. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯვრისწერას ფიქრობდნენ...მაგრამ ატრიალდა ჭორის მორევი, ასისინდნენ ჭორტანები - დედების დაქალები, მეზობლის ქალები, ნაცნობები და უცნობები - განსაკუთრებით მანოს ვერ იტანდნენ, შურდათ მისი, ასეთ კარგ ბიჭს რომ უყვარდა - წარმოსადეგს, ოჯახისშვილს, ქალაქში ცნობილი ბიძების დისწულს...იმდენი ქნეს, რომ აკოს "აუხილეს" თვალი, ერთმანეთზე უკეთესი გოგონები აჩვენეს - "პატარა ხარ", "რა გესმის", "ლამაზი შთამომავლობა უნდა დატოვო"..."ეგ მახინჯი კოჭადა შენი საფერი არ არისო"...და ასე დაჭკნა მკბენარა, სათუთი, ვარდისფერი ყვავილი...საღამოსა თუ განთიადისას, ანოს თვალებზე ცრემლი ბრწყინავდა...
აკო აღარ რეკავდა...
აკო აღარ ხედავდა...
აკოს აღარც ახსოვდა თითქოს....
დარდობდა თაფლისფერთვალა, კოჭადა, ძალიან ქალური მანო, ბევრ ლამაზ გოგოს რომ სჯობდა სისათუთით....მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა....თვალებს ახსოვს, ძველი არბატის კუთხეში ჩახუტებული წყვილი, მათი ოთხი თვალი ერთმანეთს უყურებდა მხოლოდ - აკოს თვალებში მანო ჩანდა...მანოს თვალებში - აკო...მაშინაც კი, როცა ერთად არ იყვნენ...ამოშანთეს ცეცხლის ენებმა ვარდისფერი, მკბენარა, სიყვარულის ყვავილი..მათი გაცნობა ცეცხლით დაიწყო და ცეცხლით დამთავრდა... მჯერა, რომ აკო - მანოს დღესაც ახსოვთ და ისევ უყვართ ერთმანეთი...თუმცა სხვაგან არიან...
P.S. მძულს, დედების ჭორტანა დაქალები, მეზობლის ქალები, დაბმული ძაღლების სიშმაგით რომ უყეფდნენ ლამაზ სიყვარულს...
ელენეაია...აგვისტო, 2008.

Комментариев нет:
Отправить комментарий