9 окт. 2018 г.

უძვირფასესს ...... ........ სულის ამოძახილი...


...უწყვეტია ტკივილი სულში...მახსოვს სასახლეში მძინარე ლამაზი, ახალგაზრდა ქალი....პატარა ბინული, ნაპირების გარეშე დარჩენილი....უკვე თერთმეტი წლის პატარა გოგო, ძიაკოს მხრებს ჩახუტებული --- ალბათ, მამას გეძახის...
   მახსოვხარ სულ....ჩემი სულის ნაწილი ხარ, შემიძლია შენთან ერთად ცხრა მთა გადავიარო...შენი მთებივით ამაყი ხარ...თუმცა ძალიან თბილი, სიკეთე რომ გადმოდის, ისეთი...
   სიზმრად ვიცი, რომელ ქალაქში ხარ... ტელეფონის ნომრებსაც მკარნახობ ...შენს ძალასაც ვგრძნობ, შენი სუნთქვაც მესმის...გავიღვიძებ და აღარაფერი მახსოვს...მიუხედავად უკიდეგანო სიშორისა--- დედამიწა პატარაა...ისიც მჯერა, რომ შეგხვდები, არ ვიცი სად, არ ვიცი როდის...შენა ხარ ის, ვისაც არ სჭირდება ახსნა - განმარტება, ვინ არის ეა - ასეთი თუ ისეთი...მინდა მხარზე თავი მოგაყრდნო, გულთან ახლოს და ვიტირო ჩემი და შენი ტკივილი ერთად, ყველაფერი გითხრა, რასაც ვფიქრობ და დავისვენო...
   თუ ღმერთმა ინება და გზაჯვარედინზე შევხვდით ერთმანეთს, მართლა დედა ვიქნები ნაპირების გარეშე დარჩენილი ბინულისათვის, ისევე, როგორც შენა ხარ მართლა მამა...ეგ ბაია ტირილამდე მიყვარს...ყველა მისიანი გარშემო, შენიანი ვინც არის...მახსოვს წლების წინ ნათქვამი - "ეა, იცი, რა კარგი დები მყავსო"...ეჭვიც არ მეპარებოდა...
   ვწერ გამთენიისას, დილის ექვს საათზე...ვტირივარ ცხარე ცრემლით უაზროდ დაკარგულ წლებს...ჩემს და შენს ცხოვრებას, ბრინჯის მარცვლებივით დაფანტულს...მახსოვხარ...მენატრები...სული გეძახის კიდეც, ხანდახან...სადა ხარ! სადა ხარ!

P.S.მე მჯერა, რომ სიყვარული სულიერი კატეგორიაა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხორცით განვიცდით მას...ის მაინც სულიდან მოდის...ამიტომ გხედავ სიზმარში, უკიდეგანო სიშორიდან ვგრძნობ შენს არსებობას...სიყვარულისთვის დედამიწა პატარაა...."შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი!!!"...არავინ იცის მისი ნება...მჯერა, რომ გნახავ...არ ვიცი სად, არ ვიცი როდის...მიყვარხარ შინაგანად....

                                                                                                                           ელენეაია  03.03.2010


Комментариев нет:

Отправить комментарий